2 დღეში დერ კლასიკერი შედგება, რომელსაც ალიანც არენა უმასპინძლებს და გულშემატკივრებს მოლოდინი აქვთ, რომ ვენსან კომპანის გუნდი მეტოქეს დიდი სხვაობით დაამარცხებს.
უმეტესწილად ფანების ეს დამოკიდებულება ნიკო კოვაჩის სიტყვებიდან მომდინარეობს. ბოლო დღეებში დორტმუნდის მწვრთნელმა არაერთხელ ახსენა, რომ ბაიერნი საუცხოო ფორმაშია და კლასიკერის ფავორიტიც იქნება, რის გამოც დორტმუნდისგან ბევრს არაფერს ელიან.
აი, რას წერენ გერმანელი გულშემატკივრები მოახლოებული მატჩის წინ:
"კოვაჩის ყოველი ახალი კომენტარის შემდეგ ვრწმუნდები, რომ ასეთი შეშინებული არასდროს ყოფილა"
"კომპანიმ ბაიერნს დაუბრუნა ის სტატუსი, როცა გუნდებს მათ წინააღმდეგ თამაში არ სურდათ"
"დორტმუნდი ისევ კლასიკური დორტმუნდია, არათანმიმდევრული და არაპროგნოზირებადი, ბაიერნი კი აშკარად გამოკვეთილი ფავორიტია"
"შეიძლება რეკორდულადაც კი მოიგოს ბაიერნმა, კოვაჩის მატჩამდე კაპიტულაცია მხოლოდ ამას მაფიქრებინებს", - წერენ ფანები.