გერმანულ მედიაში ვრცელდება ბაიერნის საპატიო პრეზიდენტის, ული ჰიონესის განცხადება, რომელიც დაკავებული თანამდებობის დატოვებაზე ალაპარაკდა:
"ყოველთვის ამბობენ, რომ რუმენიგე და ჰიონესი შიდა საქმეებში ერევიან, რაც სიმართლეს სულაც არ შეესაბამება. ეს მხოლოდ მაშინ ხდება, როცა ვთვლით, რომ რაღაც ისე არ მიმდინარეობს, როგორც წარმოგვედგინა, თუმცა, შესაძლოა ესეც კი არასწორი იყოს. ზუსტად ამიტომ, ცოტა ხნის წინ ვთქვი, თუ ვინმეს არ მოსწონს ჩემი მუშაობა, უნდა მოვიდეს, მითხრას, შემდეგ კი მე კვლავ ჩემს მთებში დავბრუნდები დასასვენებლად", - ამბობს ჰიონესი.
ზუსტად რას მოაყოლა ეს განცხადება ჰიონესმა უცნობია, თუმცა ის აზრი ნამდვილად არსებობს, რომ ჰიონესი კლუბის შიდა პოლიტიკურ საკითხებში უხეშად ერევა და აღნიშნულ თანამდებობებზე დანიშნულ პირებს თავისუფლად მუშაობის საშუალებას არ აძლევს.