დორტმუნდის ბორუსიას ცენტრალურ მცველ ნიკო შლოტერბეკს კლუბში ახალი ხელშეკრულება უკვე მაგიდაზე აქვს, თუმცა ფეხბურთელი გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს.
თავის მხრივ, ბაიერნი სწორედ ამას უცდის. თუ შლოტერბეკი დორტმუნდთან თანამშრომლობის გაგრძელებაზე უარს იტყვის, მაშინ ბაიერნი უფრო მეტად გააქტიურდება.
ზოგადად, ადგილობრივ გულშემატკივრებში შლოტერბეკს ბაიერნის ფანებისგან ყველაზე დიდი მხარდაჭერა აქვს, გაცილებით მეტი, ვიდრე მარკ გეჰის კანდიდატურას.
ჰოდა, ახლა ყველა ნიკოს გადაწყვეტილების მოლოდინშია. თუ ის დორტმუნდის შეთავაზებას დაბლოკავს, მაშინ ბაიერნი თავისი სამოქმედო გეგმის გააქტიურებაზე დაიწყებს ზრუნვას.