რამდენიმე დღის წინ, ჟერომ ბოატენგმა საჯაროდ გამოთქვა სურვილი, რომ სტაჟირება გაევლო, შემდეგ კი ვენსან კომპანის დამხმარედ ემუშავა.
ბაიერნი ამასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებდა, ახლა კი კლუბის სპიკერი ასეთ კომენტარს აკეთებს:
"ჟერომმა კომპანის სთხოვა, შეიძლებოდა თუ არა, რომ რამდენიმე დღით ბაიერნის საწვრთნელ სესიებს დასწრებოდა. ეს სამსახური არ არის. თუ მწვრთნელი მას შესაძლებლობას მისცემს, ამის წინააღმდეგ კლუბს არაფერი აქვს", - ამბობს ბაიერნის სპიკერი.
ფანების ნაწილი დღემდე ითხოვს, რომ კომპანიმ ბოატენგი არ მიიღოს, რადგან ჟერომს სასამართლოსთან ჰქონდა პრობლემები.