2018 წელს ჟერომ ბოატენგი ოჯახურ სკანდალში გაეხვა. ფეხბურთელს საქმე ჰქონდა სასამართლოსთან, რომელმაც საბოლოოდ ბოატენგი დამნაშავედ 2023 წელს ცნო.
ჟერომს ბრალი ედებოდა პარტნიორის ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში, რის გამოც ბოატენგი სასამართლომ 1.2 მილიონი ევროთი დააჯარიმა, რაც გერმანიაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ძალადობის ჯარიმაა.
ჰოდა, ბოატენგის ახლანდელმა გამოჩენამ და სურვილმა, რომ ვენსან კომპანის საწვრთნელ სესიებს დასწრებოდა და კლუბში სტაჟირება გაევლო, ბაიერნის ფანებში ღია პროტესტი გამოიწვია.
დღევანდელი გამარჯვების შემდეგ პროტესტს კომპანიმ მოკლედ უპასუხა და შემდეგი რამ თქვა:
"არ ვარ დარწმუნებული იმაში თუ რამდენად სწორად გადმოსცეს ეს ინფორმაცია. საქმე მისი სამწვრთნელო მომზადების ფარგლებში სამი ან ოთხი ვარჯიშის ყურებას ეხება. არამგონია, ეს დიდი განსახილველი თემა იყოს", - თქვა კომპანიმ.