დღევანდელი მატჩის დასრულების შემდეგ, მსაჯებისადმი უკმაყოფილება არ დამალა დორტმუნდის მთავარმა მწვრთნელმა, რომელმაც თქვა, რომ ჰარი კეინის გოლი არ უნდა ჩათვლილიყო:
"გირასისთან კონტაქტი შედგა! ბასტიან დანკერტმა დღეს ისე იმსაჯა, რომ იქაც უნდა დაენიშნა ჯარიმა. ის ყველაფერზე უსტვენდა, ამიტომ აქაც უნდა დაესტვენა. ჩემთვის ეს აშკარა შეცდომა იყო, გოლი უნდა გაუქმებულიყო", - თქვა კოვაჩმა.
ცნობისთვის, ბაიერნმა დღეს ბუნდესლიგაში მეშვიდე გამარჯვება მოიპოვა და 21 ქულით მეორეადგილოსან ლაიფციგს 5 ქულით უსწრებს.