გუშინდელი თამაშის შემდეგ ვენსან კომპანის მიმართ კომპლიმენტები არ დაიშურა იულიან ნაგელსმანმა, რომელმაც ხაზი იმ თემას გაუსვა თუ რის შესახებ საუბრობს ხოლმე ყველაზე ხშირად ბაიერნის მწვრთნელთან:
"მას ძალიან მშვიდი ხასიათი აქვს და სასიამოვნო კოლეგაა. ის მუდმივად იცავს თავის გუნდს და თავდაჯერებასაც სძენს, რის გამოც ფეხბურთელები თავს კარგად გრძნობენ როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმაც."
"ჩემსა და კომპანის შორის საუბრები მუდამ ღირებულია. ჩვენ ყველაზე ხშირად ბაიერნის გერმანელ ფეხბურთელებზე ვსაუბრობთ, რომლებსაც შესაძლოა დასვენება დასჭირდეთ სანაკრებო პაუზის დადგომამდე", - ამბობს ნაგელსმანი.