შაბათს, კლასიკერში მონაწილეობა არ მიუღია სერჟ გნაბრის, რომლის დაზიანებაზეც კომენტარი მაქს ებერლიმ გააკეთა:
"არაფერია დაზიანებული, არაფერი დრამატული. ამიტომ, ის შედარებით მალე დაუბრუნდება მოედანს", - ამბობს ებერლი გნაბრიზე, რომელიც სეზონს შესანიშნავად იწყებს და ბაიერნს მისი ტრავმა ახლა ნამდვილად არ სჭირდება.
მიმდინარე სეზონის ბუნდესლიგაში სერჟ გნაბრიმ 6 შეხვედრა ჩაატარა, რა დროშიც 30 წლის ფეხბურთელმა 3 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა შეასრულა.