3 მიზეზი თუ რატომ უნდა იყიდოს ბაიერნმა ნიკო შლოტერბეკი

3 მიზეზი თუ რატომ უნდა იყიდოს ბაიერნმა ნიკო შლოტერბეკი

ნიკო შლოტერბეკს მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ მოუწევს, რომ სერიოზულად დაფიქრდეს და გადაწყვიტოს თუ სად ურჩევნია კარიერის გაგრძელება, - დორტმუნდში თუ ბაიერნში ან სხვა ახალ კლუბში.

25 წლის გერმანელი მცველით რამდენიმე გრანდია დაინტერესებული და ერთ-ერთი ბაიერნიცაა. აი, 3 რეალური მიზეზი იმისა თუ რატომ უნდა იბრძოლოს კლუბმა შლოტერბეკის დასამატებლად:

1. სამომავლოდ ცენტრალური დაცვის გაძლიერება

იქედან გამომდინარე, რომ დაიოტ უპამეკანოს კონტრაქტის განახლებაზე არაფერი ისმის და კიმ მინ-ჯეს მომავალიც გაურკვეველია, ბაიერნს ახალი ცენტრალური მცველი ნამდვილად სჭირდება, რომელიც გარანტიებს და მაღალ სათამაშო ხარისხს მოიტანს.

2. ტექნიკური და ტაქტიკური შესაბამისობა ბაიერნთან

გარდა იმისა, რომ შლოტერბეკი მაღალი დონის ცენტრალური მცველია, მას კარგად აქვს დახვეწილი ბურთთან თამაში, პირველი პასის კეთება, რაც ბაიერნს პრესინგის დაღწევაში და შეტევის დაწყებაში დიდ დახმარებას გაუწევს.

3. სწორი მომენტი ბაზარზე ნაბიჯის გადასადგმელად

ნიკოს დორტმუნდთან კონტრაქტი 2027 წელს ეწურება, მომდევნო ზაფხულს კი არაერთი შეთავაზება მიუვა, რასაც ბაიერნი არ უნდა ჩამორჩეს. შლოტერბეკი ამბობს, რომ დაფიქრება სჭირდება, ამ დროს კი ბაიერნს თავისი წინადადებით ფეხბურთელზე ზეგავლენის მოხდენა იოლად შეეძლება.


20-10-2025, 18:16
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2