ლოთარ მათეუსი ჰარი კეინს აქებს და ამბობს, რომ ბაიერნის ფორვარდი ახლა მსოფლიოში საუკეთესო თავდამსხმელია, რასაც მათეუსი შემდეგნაირად ხსნის:
"ამჟამად მსოფლიოში ჰარი კეინზე უკეთეს თავდამსხმელს ვერ ვხედავ. არა მხოლოდ მისი გოლების გამო, არამედ მისი მრავალმხრივობისა და იმ პოზიციების გამო, რომლებზეც თამაშობს. მან თავისი თვისებები აჩვენა როგორც მეპასემ, დრიბლერმა და ჩამშლელმა. არასდროს მინახავს ერლინგ ჰოლანდი და კილიან მბაპე საკუთარ საჯარიმოში ისეთი ვარდნებით, როგორც ეს კეინმა გააკეთა 88-ე წუთზე დორტმუნდის წინააღმდეგ. ასევე არ მინახავს ჰოლანდი და მბაპე 50-მეტრიდან ან მეტი მანძილიდან გრძელ პასებს აკეთებდნენ", - ამბობს მათეუსი.
ლოთარმა ისიც თქვა, რომ ოქროს ბურთის ნომინანტთა შორის ჰარი კეინის მე-13 პოზიციაზე გაყვანა საკმაოდ უცნაური იყო და ინგლისელი ფორვარდი ბევრად მეტს იმსახურებდა.