Blickpunkt Sport-მა გაავრცელა თომას მიულერის კომენტარი, რომელიც მიუნხენის ბაიერნიდან წასვლას და ახალი კლუბის საძიებო პროცესს ეხება, რაც ლეგენდამ საბოლოოდ ვანკუვერში წასვლით დააგვირგვინა:
"წარმომედგინა მომავლის ბარსელონაში გაგრძელება. თუ ჰანსი ფლიკი, რომელიც ძალიან კარგად მიცნობს, დამირეკავდა, მე კი კლუბის სპორტული პროექტი მომეწონებოდა, იქ წასვლას ნამდვილად წარმოვიდგენდი. ეს არის ტოპ კლუბი, სადაც იცი თუ რას ელიან შენგან", - თქვა მიულერმა.
36 წლის თომას მიულერს ვანკუვერში წასვლის შემდეგ ჯამში 8 შეხვედრა აქვს გამართული, რა დროშიც მან 8 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.