გერმანულმა Bild-მა მანუელ ნოიერთან დაკავშირებით სამწუხარო ინფორმაცია გაავრცელა.
წყაროს ცნობით, მიუნხენის "ბაიერნის" კაპიტანს ოჯახური პრობლემები აქვს. ის უახლოეს მომავალში თავის მეუღლეს, ნინას გაეყრება.
როგორც ცნობილია, წყვილი უკვე დიდი ხანია, რაც ერთად აღარ ცხოვრობს. თავად ნოიერმა ამ თემაზე კომენტარის გაკეთებას თავი აარიდა და განაცხადა, რომ ეს პირადული საკითხია.
აქვე გეტყვით, რომ წყვილი 2017 წელს დაქორწინდა.