რამდენიმე საათის წინ, მიუნხენის ბაიერნმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ვენსან კომპანიმ კლუბთან ხელშეკრულება 2029 წლამდე გაახანგრძლივა.
ბელგიელ მწვრთნელს ბაიერნთან კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებდა, კარგმა მუშაობამ კი კომპანის ბაიერნისგან დამატებით 2-წლიანი ნდობა მოუტანა.
რაც შეეხება სახელფასო გადასახადს, როგორც იწერება, სპეციალისტი აქამდე 7-9 მილიონ ევროს შოულობდა, ახალი ხელშეკრულებით კი 10 მილიონი ევროს ფარგლებში გამოიმუშავებს.
"ვგრძნობ, რომ აქ უფრო დიდი ხანია ვარ, ვიდრე 16-17 თვეა. მესმის და ვხედავ თუ როგორ აზროვნებს კლუბი. ბაიერნის წარსულისა და ისტორიის მიმართ დიდი პატივისცემა მაქვს. მსურს, რომ მომავალში ჩემი წვლილიც შევიტანო კლუბის წარმატებაში. მინდა, დავწერო ისეთი ისტორია, სადაც ფანები ბაიერნით იამაყებენ", - ამბობს კომპანი.