ოლისეს გუნდიდან წასვლის შანსები ძალიან შემცირდა - რა განცხადებას ავრცელებს ებერლი

ოლისეს გუნდიდან წასვლის შანსები ძალიან შემცირდა - რა განცხადებას ავრცელებს ებერლი

რამდენიმე წუთის წინ, ფაბრიციო რომანომ X-ზე მაქს ებერლის კომენტარი მოიყვანა, სადაც ბაიერნის სპორტული დირექტორი მაიკლ ოლისეს კონტრაქტზე საუბრობს.

როგორც ებერლი ამბობს, ოლისეს ბაიერნთან დადებულ ხელშეკრულებაში გამოსყიდვის ოფცია ჩადებული საერთოდ არ აქვს, შესაბამისად, მისი გუნდიდან წასვლის სამომავლო შესაძლებლობა ძალიან მცირდება.

უფრო ზუსტად თუ ავხსნით, ეს იმას ნიშნავს, რომ შესაბამისი წინადადების არსებობის შემთხვევაშიც კი ბაიერნი არ იქნება ვალდებული, რომ ფეხბურთელი გუნდიდან გაუშვას და ტრანსფერს დასთანხმდეს.

ოლისეს ბაიერნთან კონტრაქტი 2029 წლამდე აკავშირებს და როგორც ჩანს, ფრანგი ვინგერი კლუბში ჯერ კიდევ დიდი ხნით ითამაშებს.


21-10-2025, 22:14
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2