SPORT1-ის ინფორმაციით, მიუნხენის ბაიერნის ხელმძღვანელობამ მანუელ ნოიერს ახალი ხელშეკრულება შესთავაზა და გადაწყვეტილება ლეგენდის მისაღებია.
იმის გამო, რომ 39 წლის ნოიერს ასაკი თითქმის არ ეტყობა და კვლავ მაღალ დონეზე გამოიყურება, ბაიერნს ურჩევნია, რომ ლეგენდა კლუბში კიდევ ერთი სეზონით დაიტოვოს.
როგორც გამოცემა წერს, ნოიერმა შეთავაზებას პასუხი ზამთარშივე უნდა გასცეს და თუ მზადყოფნა ექნება, მაშინ ბაიერნში თამაში დამატებით ერთი წლით შეეძლება.
სავარაუდოდ, ბაიერნს ზამთარში იმიტომ სურს პასუხი, რომ თადარიგი წინასწარ დაიჭიროს და იცოდეს თუ რამდენად იქნება საჭირო სეზონის დასრულების შემდეგ მეკარის პოზიციაზე ახალი ფეხბურთელის მოძიება.