ვენსან კომპანის პრესკონფერენცია დღევანდელი მატჩის წინ, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე ბრიუგეს წინააღმდეგ უნდა გაიმართოს:
"ბრიუგე მშრომელი, ნამდვილი ბელგიური კლუბია. მათ თანმიმდევრულად დააფიქსირეს კარგი შედეგები ევროპაში, რის გამოც საშიშები არიან. თავად ბრიუგესთან მეტოქეობის შესახებ 6 წლის ასაკიდან ვიცი, რადგან თავად ანდერლეხტში ვთამაშობდი. ერთი მხრივ, ეს ბელგიური გუნდია და ჩემთვის განსაკუთრებული იქნება, თუმცა საბოლოოდ გადამწყვეტი და ყველაზე მნიშვნელოვანი ბაიერნია."
"შენს მეტოქეს არასდროს უნდა შეხედო ზემოდან. ყოველთვის უნდა გქონდეს გუნდში ხარისხი, რათა ასეთ შედეგებს აღწევდე. წაგებისას კარგად ვიცით თუ რა გრძნობას ვანიჭებთ მეტოქეს, რისი გაცემაც არ გვინდა."
"მიუნხენში ყველაფერი კარგადაა. აქ რთული არ არის, რომ თავი კომფორტულად იგრძნო, რაც ძალიან დამეხმარა. ასევე, ჩემი სამუშაო გარემოცვაც ძალიან მშვიდია, რისი ბოლომდე შენარჩუნებაც მსურს. მსოფლიოში ბაიერნზე უკეთესი ადგილი ბევრი არც არის", - ამბობს კომპანი.