როგორც გერმანულ მედიაში იწერება, მიუნხენის ბაიერნმა კრისტალ პალასის ცენტრალური მცველის, მარკ გეჰის მიმართ ინტერესი გააძლიერა.
წყაროები ამის დასტურად მაქს ებერლისა და გეჰის სპორტული აგენტის, გორდონ სტიპიჩის შეხვედრაზე საუბრობენ, სადაც ბაიერნმა ფეხბურთელთან დაახლოება კიდევ უფრო მეტად სცადა.
ებერლისა და სტიპიჩის შეხვედრა ახლახანს შედგა და მედია ვარაუდობს, რომ მარკ გეჰი ბაიერნის პრიორიტეტთა სიაში ნომერ პირველი კანდიდატია, მით უმეტეს, რომ კიმისა და უპამეკანოს მომავალი გაურკვეველია.
შეგახსენებთ, რომ მარკ გეჰი ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება და მისით არაერთი გრანდია დაინტერესებული.