"ამ ბაიერნში ყველაზე მეტად ეს მომწონს" - არიენ რობენი კომპანის გუნდს აქებს

"ამ ბაიერნში ყველაზე მეტად ეს მომწონს" - არიენ რობენი კომპანის გუნდს აქებს

არიენ რობენი ბრიუგესთან გამარჯვების შემდეგ ბაიერნს ესტუმრა და ფეხბურთელებს გასახდელში წარმატებული თამაში მიულოცა.

მოგვიანებით ლეგენდამ კომპანის გუნდი ვრცლად შეაფასა:

"ბაიერნში ყველაფერი შესანიშნავად მიმდინარეობს. ყველაზე მეტად ის მომწონს თუ როგორ თამაშობენ ისინი გუნდურად. თუ ბაიერნი ასე გააგრძელებს, მაშინ ოლისეს და დიასს დიდი განსხვავების შექმნა შეეძლებათ. ორივე ძალიან კარგ ფორმაშია და ერთი ერთზე თამაში ორივეს კარგად გამოსდის."

"როცა ბაიერნი კარგ ფორმაშია, მას ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლია, ახლა კი სწორედ ეს დროა. გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფავორიტია. მართალია, ფინალი ჯერ შორსაა, თუმცა ეს ბაიერნი თითქმის დაუმარცხებელი გუნდია", - ამბობს რობენი.


24-10-2025, 21:21
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2