მორიგი სათამაშო დღე და მორიგი გამარჯვება მიუნხენის ბაიერნისთვის. ვენსან კომპანის გუნდმა ამჯერად მიუნხენგლადბახი გასვლაზე 3:0 დაამარცხა და მორიგი წარმატებული ნაბიჯი გადადგა.
აღსანიშნავია, რომ ზედიზედ მე-13 მოგებით ბაიერნმა ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატის განუმეორებელი მიღწევა დააფიქსირა, რაც მხოლოდ მილანს აქვს გაკეთებული.
სეზონის პირველივე 13 შეხვედრა მხოლოდ 1992/1993 წლების მილანმა მოიგო, თუმცა მათ ბურთების შეფარდება 45:13-ზე ჰქონდათ, ბაიერნს კი 47:9-ზე აქვს.
შესაბამისად, თუ ბაიერნი 29 რიცხვში კიოლნსაც დაამარცხებს, მაშინ გუნდი ამ რეკორდის ერთპიროვნული მფლობელი გახდება!