მოგეხსენებათ, ჟერომ ბოატენგმა რამდენიმე დღის წინ საჯაროდ სურვილი გამოთქვა, რომ ბაიერნში სამწვრთნელო სტაჟირება გაეარა და ვენსან კომპანის რამდენიმე საწვრთნელ სესიას დასწრებოდა.
აღნიშნულს შემდგომში გულშემატკივართა ნაწილის ღია პროტესტი მოჰყვა, რადგან ბოატენგს ძალადობის ბრალდებით სასამართლოსთან ჰქონდა საქმე, რასაც გერმანიაში საკმაოდ დიდ ყურადღებას აქცევენ.
საბოლოოდ, ბაიერნმა ამ თემასთან დაკავშირებით სიჩუმე დაარღვია და ოფიციალური განცხადება გაავრცელა:
"ამ კვირაში ბაიერნსა და ჟერომ ბოატენგს შორის კონსტრუქციული საუბრისას გადაწყდა, რომ ბოატენგი ბაიერნში სტაჟირებას არ გაივლის. ჟერომს ბაიერნთან მჭიდრო კავშირი აქვს და არ სურს, რომ მის გარშემო მიმდინარე საკამათო დისკუსიის გამო კლუბმა რაიმე სახის ზიანი მიიღოს", - წერია ბაიერნის ოფიციალურ განცხადებაში.