პრობლემა, რომელიც გლადბახთან თამაშში გამოჩნდა - რა სჭირდება ბაიერნს

პრობლემა, რომელიც გლადბახთან თამაშში გამოჩნდა - რა სჭირდება ბაიერნს

Bavarianfootballworks-მა იმ პრობლემის შესახებ დაწერა, რომელიც მიუნხენგლადბახისა და ბაიერნის თამაშის მიმდინარეობისას გამოჩნდა:

"ხშირი ტრავმები მოკლე შემადგენლობას იწვევს, ტრავმების გამომწვევი კი ზედმეტი გადაღლილობაა. ვენსან კომპანის გუნდის ლიდერები გლადბახთან პირველ ტაიმში დაღლილები ჩანდნენ, რაც აშკარა პრობლემაა. გუნდს მეტი სიღრმე სჭირდება, რათა სეზონის დასკვნით ნაწილში საკვანძო ფეხბურთელების ტრავმამ არ იჩინოს თავი", - წერს გამოცემა.

ამჯერად ბაიერნის ტრავმირებულთა სიაში ალფონსო დევისი, ჰიროკი იტო და ჯამალ მუსიალა არიან, გამოცემის თქმით კი, ამ სიას შესაძლოა ნებისმიერი ფეხბურთელი შეემატოს, რადგან კომპანის სათამაშო სტილი მაღალ პრესინგსა და უბურთოდ ხშირ გადაადგილებას ეფუძნება, რაც ტრავმებისა და გადაღლის ერთ-ერთი უმთავრესი გამომწვევი მიზეზია.



26-10-2025, 14:47
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2