ლუკა პარკაძე რეკორდმაისტერში 2023 წელს გადავიდა, მას შემდეგ კი იჯარები იყო ჯერ ადმირაში, შემდეგ კი ალტგლიენიკეში, თუმცა ლუკას თამაშში ხელი ორივეგან ტრავმებმა შეუშალა.
გარკვეული ხნის წინ იწერებოდა, რომ ლუკას მორიგი საიჯარო კლუბი ზალცბურგის აუსტრია უნდა ყოფილიყო, თუმცა ახლანდელი მონაცემებით პარკაძე აუსტრიაში უფასო ტრანსფერის სტატუსითაა გადასული.
ახალ კლუბში 20 წლის ლუკა პარკაძეს ჯერ მხოლოდ 3 შეხვედრა აქვს ჩატარებული, ბოლოს კი საგოლე მოქმედება საქართველოს 21-წლამდე ნაკრებთან ერთად 14 ოქტომბერს მალტის წინააღმდეგ მიითვალა.
ლუკა პარკაძეში ბაიერნმა 2 წლის წინ დინამო თბილისს 240 ათასი ევრო გადაუხადა, თუმცა, სამწუხაროდ ქართველმა ტალანტმა გერმანულ გრანდში იმედები ვერ გაამართლა.