Sky-ის ინფორმაციით, მიუნხენის ბაიერნმა შეარჩია ფეხბურთელი, რომელიც 2026/2027 წლების სეზონში ჰარი კეინის დამზღვევი უნდა იყოს.
საქმე 23 წლის სტრაიკერ ფისნიკ ასლანის ეხება, რომელიც ამჟამად ბუნდესლიგაში, კერძოდ კი ჰოფენჰაიმის შემადგენლობაში თამაშობს.
კოსოვოელ ფეხბურთელს მიმდინარე სეზონის 8 ბუნდესლიგურ შეხვედრაში 5 გოლი და 1 საგოლე გადაცემა აქვს მითვლილი, რასაც მაქს ებერლი და კრისტოფ ფროინდი ძალიან აფასებენ.
ამავე წყაროს ინფორმაციით, ფეხბურთელით ბარსელონაცაა დაინტერესებული და მოსალოდნელია, რომ ასლანი ჰოფენჰაიმს მომავალ ზაფხულს დატოვებს.