სულ 4 ეტაპია - რა სტრატეგიით არჩევს ბაიერნი ფეხბურთელების ტრანსფერებს

სულ 4 ეტაპია - რა სტრატეგიით არჩევს ბაიერნი ფეხბურთელების ტრანსფერებს

Sky წერს იმ სტრატეგიის შესახებ, რომელიც მიუნხენის ბაიერნს სატრანსფერო პერიოდში აქვს შემუშავებული. გამოცემის თქმით, გეგმა სულ 4 ფაზისგან შედგება, რომელიც ცალ-ცალკეა ჩაშლილი:

ფაზა 1 - სკაუტების განყოფილება აკონტროლებს მოთამაშეებს და როგორც წესი, პირველ კონტაქტს ამყარებს მოთამაშის აგენტებთან/ოჯახთან;

ფაზა 2 - შემდეგ ყოვლისმომცველი ანგარიში იგზავნება კრისტოფ ფროინდსა და მაქს ებერლთან;

ფაზა 3 - მას შემდეგ, რაც ფროინდი და ებერლი ტრანსფერის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებენ, ანგარიში სამეთვალყურეო საბჭოს წარედგინება;

ფაზა 4 - სამეთვალყურეო საბჭოს მიერ დამტკიცების შემდეგ, მოლაპარაკებები იწყება მაქს ებერლისა და იან-კრისტიან დრეესენის ხელმძღვანელობით.

როგორც ჩანს, საბოლოო სიტყვა აღმასრულებელ დირექტორ დრეესენზეა, რომელიც ებერლისა და ფროინდის წინადადებას ან დაამტკიცებს, ან უკან, სამუშაო მაგიდისკენ გაიხმობს.


28-10-2025, 12:36
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2