ბაიერნს უკვე დაწყებული აქვს ზრუნვა ცენტრალური დაცვის გაძლიერებაზე, რასაც კლუბი აქ მოქმედ ფეხბურთელთან ხელშეკრულების განახლებით შეძლებს, ან ახალ კადრს დაიმატებს.
ამ მომენტისთვის ბაიერნის პრიორიტეტი დაიოტ უპამეკანოსთან კონტრაქტის ისე განახლებაა, რომ უკმაყოფილო არც ფეხბურთელი დარჩეს და არც ბაიერნმა იზარალოს.
თუ ფრანგ მცველთან მოლაპარაკებები ვერ შედგება, მაშინ ბაიერნი სატრანსფერო ბაზარზე გააქტიურდება და ეცდება, რომ ზაფხულში მარკ გეჰი პალასიდან უფასოდ დაიმატოს.
ნიკო შლოტერბეკი კი მარკ გეჰის ალტერნატივა იქნება, სამეულის სიაში კი ბოლო ადგილს დაიკავებს.