როგორც იცით, მიუნხენის ბაიერნის პრიორიტეტი დაიოტ უპამეკანოს ხელშეკრულების განახლებაა, რისი ჩაშლის შემთხვევაშიც კლუბი ახალი ვარიანტების ძიებას დაიწყებს.
ერთ-ერთი ალტერნატივა ნიკო შლოტერბეკია, რომელსაც, Bild-ის თქმით, დორტმუნდმა ახლახანს ახალი კონტრაქტი შესთავაზა, თუმცა ფეხბურთელისგან უარი მიიღო.
25 წლის გერმანელ მცველს დორტმუნდმა 8-მილიონიანი ხელფასი შესთავაზა, ნიკო კი 10 მილიონ ევროს ითხოვს, ანუ ზუსტად იმდენივეს, რაც დაიოტ უპამეკანოს არ აკმაყოფილებს.
უპამეკანო ხელფასის 15 მილიონ ევრომდე გაზრდას ითხოვს, მაშინ როცა შლოტერბეკი ფრანგი მცველის 10 მილიონ ევროსაც თანხმდება, შესაბამისად, ბაიერნს შლოტერბეკზე გადართვის შემთხვევაში 5 მილიონი ევროს მოგება ექნება.