დღეს გერმანიის თასის 1/4 ფინალური ეტაპის კენჭისყრა ჩატარდა, სადაც მიუნხენის "ბაიერნის" მომავალი მეტოქე გაირკვა.
"რეკორდმაისტერი" შემდგომ ეტაპზე გელზერკიხენის "შალკეს" დაუპირისპირდება. შეხვედრა "ველტინს" არენაზე გაიმართება.
სხვა წყვილები შემდეგნაირად გამოიყურება:
"ლევერკუზენი" - "უნიონი"
"აინტრახტი" - "ვერდერი"
"შალკე" - "ბაიერნი"
"ზაარბრიუკენი" - "ფორტუნა"