სეზონის ერთ-ერთი პირველი დიდი გამოცდა მიუნხენის ბაიერნს 5 ნოემბერს, ჩემპიონთა ლიგაზე პარი სენ-ჟერმენის წინააღმდეგ ელის.
მოქმედი გამარჯვებული ტურნირს ისევე კარგად იწყებს, როგორც ბაიერნი. ლუის ენრიკეს გუნდს სამიდან სამი გამარჯვება აქვს და ცხრილის პირველ პოზიციას იკავებს.
მიუხედავად კარგი ფორმისა, ენრიკესთვის ცუდი ამბებიცაა. მაგალითად, გუშინ კუნთის დაზიანება მიიღო დეზირე დუემ, რომელიც, დიდი ალბათობით ბაიერნთან შეხვედრაში ვერ ითამაშებს.
რაც შეეხება უსმან დემბელეს, ის მოედანს ახლახანს დაუბრუნდა და ფორმის აკრეფას სწორედ ახლა იწყებს, შესაბამისად, პსჟ ბაიერნს შეტევაში პრობლემებით შეხვდება.