ჟურნალისტი ფლორიან პლეტენბერგი ასახელებს იმ პოზიციებს, რომელთა გაძლიერებასაც ბაიერნი ზამთარსა და მომავალ ზაფხულში ეცდება.
როგორც ჟურნალისტი ამბობს, კლუბი ცენტრალური მცველის, მარცხენა ვინგერის, ნახევარმცველისა და ჰარი კეინის შემცვლელის დამატებას შეეცდება.
ცენტრალური მცველის პოზიციაზე ყველაზე ხშირად მარკ გეჰისა და ნიკო შლოტერბეკს განიხილავენ, დანარჩენ პოზიციებზე კი გამოკვეთილი კანდიდატები ჯერ არ სახელდება.
რამდენიმე დღის წინ, მაქს ებერლიმ დაადასტურა, რომ ბაიერნი სატრანსფერო ფანჯრისას აქტიური იქნება და ტრანსფერების გაჩარხვას ეცდება.