ამბობენ, საშინაო კედლებში მოგება ყველაზე ტკბილიაო და სულ მალე, ჩემპიონთა ლიგაზე მიუნხენის ბაიერნს საამისო შანსი მიეცემა.
როგორც იწერება, ბაიერნი უპირობო ფავორიტია იმისა, რომ ჩემპიონთა ლიგის 2027/2028 წლების სეზონის ფინალს უმასპინძლოს!
შეგახსენებთ, რომ ალიანც არენას ლიგის ფინალისთვის მხოლოდ ორჯერ უმასპინძლია, კერძოდ, 2025 და 2012 წლებში. აქედან ბაიერნი ფინალში მხოლოდ 2012 წელს გავიდა, როდესაც გერმანელები საშინაო კედლებში ლონდონის ჩელსისთან პენალტების სერიაში დამარცხდნენ.