Bild-ი დაიოტ უპამეკანოს კონტრაქტის შესახებ წერას აგრძელებს და ამჯერად ამბობს, რომ გამოსასყიდის პუნქტი ხელშეკრულების განახლების პროცესში ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს.
გამოცემის ინფორმაციით, უპამეკანო სერიოზულად განიხილავს, რომ პრემიერ ლიგაში გააგრძელოს კარიერა, თუმცა ბაიერნს კომპრომისისთვის აქვს მიგნებული.
წყაროს მტკიცებით, თუ ბაიერნი ისე მისცემს 4-წლიან კონტრაქტს უპამეკანოს, რომ 2 წლის შემდეგ გამოსყიდვის ოფციაც იქნება გააქტიურებული, მაშინ, არის შანსი, რომ ფრანგი მცველი კლუბში დარჩენაზე დათანხმდეს.
რაც შეეხება ცნობილ სახელფასო მოთხოვნებს, ამაზე უპამეკანოსთვის დასაიმედებელი ჯერ არაფერი იწერება. როგორც ამბობენ, ბაიერნს არ სურს, რომ ფეხბურთელს ხელფასი 5 მილიონი ევროთი გაუზარდოს.