ბოლო დღეებში დაიწერა, რომ ბაიერნი გივაირო რიდის ტრანსფერითაა დაინტერესებული, რაზეც კომენტარი ფეინორდის ფეხბურთელმა თავადვე გააკეთა:
„ჩემი თანაგუნდელები უკვე მეხუმრებიან ბაიერნის ინტერესზე, მოულოდნელად გერმანულად იწყებენ ჩემთან საუბარს და ა.შ., რაც სასაცილოა. თუმცა, ეს ყურადღებას არ მიფანტავს. ფეიენორდში თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ და აქ ჩემი განვითარება ერთადერთი რამაა, რაზეც ვარ კონცენტრირებული", - ამბობს რიდი.
19 წლის მცველს ბოლო სამი თამაში ფეინორდში ძალიან კარგი აქვს. რიდმა ევროპა ლიგაზე პანათინაიკოსს გაუტანა, ასისტები კი პსვ-სთან და ვოლენდამთან გააკეთა.