ლუის ენრიკეს პრესკონფერენცია ხვალინდელი მატჩის წინ:
"ევროპის საუკეთესო გუნდის გამოსავლენი მატჩი? ამის გასაგებად, სეზონის ბოლომდე უნდა დაიცადო. როგორც არ უნდა შეხედო, მოგიწევს დაელოდო და ნახო, თუ რამდენ ტიტულს მოიგებს გუნდი საბოლოოდ. ახლა, ცხადია, რომ ისინი ძალიან ძლიერები არიან, როგორც ყოველთვის. მათ ბოლო 15 მატჩი მოიგეს. ვიცით, რამდენად რთული იქნება ეს თამაში, მაგრამ მზად და მოტივირებულები ვართ გამარჯვებისთვის. ზედიზედ 15 თამაშის მოგება წარმოუდგენელია. ზოგჯერ გვიჭირს ზედიზედ ორი, სამი ან ოთხი თამაშის მოგება, მაგრამ, 15? ეს წარმოუდგენელია. ისინი დიდ პატივისცემას იმსახურებენ, მაგრამ ხვალ, პარკ დე პრენსზე, ჩვენი გულშემატკივრების ტრიბუნაზე და მათ მიერ შექმნილ ატმოსფეროში, დარწმუნებულები ვართ, რომ შეგვიძლია ვაჩვენოთ ჩვენი თამაში და დავძლიოთ მათი ზეწოლა", - თქვა ლუის ენრიკემ პრესკონფერენციაზე.
ხვალინდელი პსჟ-ისა და ბაიერნის ჩემპიონთალიგური დაპირისპირება 23:55-ზე შედგება.