"მხოლოდ ერთ კაცზე ვერ იქნები ორიენტირებული" - კომპანი ხვალინდელი მატჩის წინ

"მხოლოდ ერთ კაცზე ვერ იქნები ორიენტირებული" - კომპანი ხვალინდელი მატჩის წინ

ვენსან კომპანი ხვალინდელი მატჩის წინ:

"ძალიან მოხიბლული ვარ გუნდური სულისკვეთებით, ბურთის დაბრუნების უნარით და ინდივიდუალური თვისებებით. პსჟ-ის წინააღმდეგ მხოლოდ ერთ მოთამაშეზე ფოკუსირება საკმარისი არ არის. მათ ყოველთვის ჰყავდათ მსოფლიო დონის მოთამაშეები. ჩვენც გვაქვს ეს შესანიშნავი თვისებები, სწორედ ამიტომ იქნება ხვალინდელი მატჩი ასეთი საინტერესო.

უნდა გვჯეროდეს, რომ შეგვიძლია მოგება. ჩვენ იდეალური მატჩი უნდა ჩავატაროთ, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულს და ერთ-ერთ ფავორიტს ვუპირისპირდებით. სტუმრად თამაში კიდევ უფრო ართულებს საქმეს. ჩვენი შანსების უნდა გვჯეროდეს.

მათ ყველა მატჩს ვუყურეთ. ყოველთვის არის ახალი რამ, რაც დაკვირვებას საჭიროებს. შეზღუდული დროის მიუხედავად, ყოველივე ეს დიდ მომზადებას მოითხოვს, თუმცა ამას უკვე შევეჩვიეთ და სასიამოვნოა ამის კეთება", - ამბობს კომპანი.


3-11-2025, 23:43
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2