დღეს გერმანიის ბუნდესლიგის 21-ე ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც "ბაიერნმა" "ლაიფციგს" უმასპინძლა და უგოლოდ დაუზავდა.
საინტერესოა, რომ ამ შეხვედრას სპეციალური სტუმარი ესწრებოდა, ჟოზე მოურინიოს სახით.
მოგეხსენებათ, ლაიფციგელები ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში ლონდონის "ტოტენჰემს" ხვდებიან. შესაბამისად, პორტუგალიელი სპეციალისტი თავის მომავალი მეტოქის დასაკვირვებლად მიუნხენში ჩაფრინდა.