დღევანდელი ჩემპიონთალიგური მატჩის წინ, ლოთარ მათეუსის პროგნოზით, გამარჯვებული მიუნხენის ბაიერნი იქნება:
"მიუხედავად იმისა, რომ ბაიერნმა ამ სეზონში ყველა, თოთხმეტივე მატჩი მოიგო, ვენსან კომპანის გუნდს ოდნავადაც არ ეტყობა მედიდურობა და ქედმაღლობა. პირიქით, ბაიერნი უჩვეულოდ თავმდაბალი, მაგრამ საქმით და თამაშით ძალიან მრისხანეა. დაუჯერებელია, რამდენს დარბიან ბაიერნის ფეხბურთელები. თითოეული მოთამაშე უმაღლეს ტემპს და ინტენსივობას გვთავაზობს."
"ახლა კომპანის გუნდს პსჟ-სთან ელის გამოცდა. ბაიერნმა გერმანიაში უკვე რამდენიმე მთავარი კონკურენტი დაჩაგრა ადვილად, ლაიპციგიც გაანადგურა, ლევერკუზენიც და დორტმუნდსაც მოუგო, ჩემპიონთა ლიგაში კი ჯერ მხოლოდ ჩელსისთან დაამტკიცა შესაძლებლობები. პსჟ-ს არ ჰყავს არც კეინი, არც ოლისე, არც კიმიხი და არც ნოიერი. ჩემპიონთა ლიგაში ფრანგული გრანდიც შესანიშნავად თამაშობს, მაგრამ ლიგა 1-ში უკვე დაკარგა ქულები და 1 თამაშიც წააგო. ბაიერნი კი კარგადაა შეთამაშებული და თამამად ვამბობ, რომ პსჟ ნამდვილად არ არის ამ მატჩში ფავორიტი. თუკი ეს სტატუსი რომელიმეს ეკუთვნის, მაშინ ნამდვილად ბაიერნს. მართალია, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე პსჟ-მ ბაიერნს 2:0 მოუგო, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაში მიუნხენურ კლუბს პარიზული ბოლოს ზედიზედ 4-ჯერ ჰყავს დამარცხებული", - ამბობს მათეუსი.
შეგახსენებთ, რომ პსჟ-ისა და ბაიერნის დაპირისპირება 23:55-ზე დაიწყება.