მანუელ ნოიერი, რომელიც უეფამ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა, შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარს აკეთებს:
"პირველ ტაიმში ვაჩვენეთ, რომ უკეთესი გუნდი ვართ, მეორე ნახევარში კი სიტუაცია წითელმა ბარათმა შეცვალა, სადაც 10 კაცით გვიწევდა ბრძოლა, თუმცა ვარჯიშებზე ეს უკვე გავლილი გვქონდა. ჩვენი ფეხბურთელებისთვის იოლი თამაში არ ყოფილა, რადგან ისინი უფრო მეტნი იყვნენ, თუმცა თავი შესანიშნავად დავიცავით", - თქვა ნოიერმა.
39 წლის გერმანელმა მეკარემ მოქმედი ჩემპიონების წინააღმდეგ 8 მოგერიება მიითვალა, შეფასების დონეზე კი 8.1 ქულა დაიმსახურა.