ბაიერნის დღევანდელ გამარჯვებას არსენალის ლეგენდარული მწვრთნელი, არსენ ვენგერი ეხმაურება:
"პირველ ნახევარში ბაიერნს სრული დომინაცია ჰქონდა. მეორე ტაიმში მათ განსაკუთრებით კარგად აჩვენეს თუ რა ძლიერები არიან დაცვაში, ყველაზე მეტად კი კონრად ლაიმერსა და დაიოტ უპამეკანოს გამოვარჩევდი, რომლებსაც კეინიც ეხმარებოდა", - თქვა ვენგერმა.
ვენგერმა დამატებით ისიც თქვა, რომ ბაიერნის წარმატებაში დიდ როლს თამაშობს 39 წლის მანუელ ნოიერი, რომელიც დღესაც შესანიშნავად გამოიყურებოდა.