გუშინდელი მარცხის შემდეგ ბრედლი ბარკოლამ RMCsport-თან საუბრისას ბაიერნის თამაშისგან გამოწვეული აღტაცება და გაოცება არ დამალა:
"მათ გამაოცეს. ვიცოდით, რომ წინ იოლი თამაში არ გველოდა, მაგრამ ამას ნამდვილად არ ველოდით. მიუხედავად ამისა, ვეცდებით, რომ ამ რთული საღამოდანაც კი პოზიტივი დავინახოთ და წაგებაზე ვისწავლოთ. ბაიერნმა გამოგვაღვიძა. საკმაოდ რთული მეტოქის წინააღმდეგ მოგვიწია თამაში, თუმცა, ვეცდებით, რომ მალევე დავბრუნდეთ", - ამბობს ბარკოლა.
ცნობისთვის, ახლანდელი მონაცემებით, ჩემპიონთა ლიგის ცხრილში პირველ ადგილს ბაიერნი 12 ქულით იკავებს, პსჟ კი მესამე პოზიციაზე დაქვეითდა.