გუშინდელი გამარჯვების შემდეგ ლუის დიასმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც მოგებაც იზეიმა და დაშავებულ აშრაფ ჰაკიმის სწრაფი გამოჯანმრთელებაც უსურვა:
"ემოციებით სავსე საღამო იყო. ფეხბურთი ყოველთვის გვახსენებს, რომ 90 წუთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, საუკეთესოც და ყველაზე ცუდიც. ვწუხვარ, რომ ვერ დავასრულე მატჩი ჩემს თანაგუნდელებთან ერთად, თუმცა ვამაყობ მათი წარმოუდგენელი ძალისხმევით."
"აშრაფ ჰაკიმის მოედანზე სწრაფ დაბრუნებას ვუსურვებ", - წერს ლუის დიასი.
როგორც მედიაში წერენ, მაროკოელ მცველს ტრავმის გამო დაახლოებით 5 კვირამდე გაუცდება.