მიუნხენის ბაიერნი ამ დრომდე ცდილობს დაიოტ უპამეკანოს ახალ კონტრაქტზე დათანხმებას ისე, რომ კლუბმა დიდი ფინანსური დანაკარგი არ მიიღოს.
ამის პარალელურად, Foot Mercato-მ ახლახანს დაწერა, რომ ფრანგ მცველთან სიტყვიერი შეთანხმების მიღწევას უახლოვდება მადრიდის რეალი, რომელიც სიტუაციას თვეებია აკვირდება.
გარდა ამისა, საქმეშია პარი სენ-ჟერმენიც, რომელიც იქამდე გააგრძელებს მონიტორინგს, სანამ უპამეკანოსგნა ერთპიროვნული პასუხი არ იქნება ცნობილი.
როგორც ჩანს, ამ მომენტისთვის უპამეკანოს გაფორმებასთან ყველაზე ახლოს სამეფო კლუბია, ყოველ შემთხვევაში, სწორედ ამას წერს აღნიშნული წყაროს ჟურნალისტი, სანტი აუნა.
შეგახსენებთ, რომ უპამეკანოს ხელფასის 5-მილიონიანი ზრდა სურს, რაც ბაიერნის ფინანსურ გეგმებში არ შედის.