"გეტყვით რატომ იმსახურებს კომპანი დიდ პატივისცემას" - ტონი კროოსი

"გეტყვით რატომ იმსახურებს კომპანი დიდ პატივისცემას" - ტონი კროოსი

ვენსან კომპანის მიმართ კომპლიმენტები არ დაიშურა ბაიერნის და გერმანიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ტონი კროოსმა, რომელიც ფიქრობს, რომ ბელგიელი მწვრთნელი დიდ პატივისცემას იმსახურებს:

"ჩვენ ხანდახან გვავიწყდება, რომ ბაიერნს ალფონსო დევისი და ჯამალ მუსიალა აკლია, რომლებიც უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელები არიან. სწორედ ამიტომ, კომპანი დიდ პატივისცემას იმსახურებს, რადგან მიუხედავად დიდი დანაკლისისა, მან მოახერხა და გუნდს თავდაჯერება მისცა. ბაიერნი ახლა სტაბილური გუნდია, ეს კი კომპანის დამსახურებაა", - თქვა კროოსმა.

ბაიერნის ხელმძღვანელობა კომპანის რომ აფასებს და ენდობა, ეს რამდენიმე დღის წინაც დადასტურდა, როცა ბელგიელმა მწვრთნელმა რეკორდმაისტერთან ხელშეკრულება გაახანგრძლივა.


6-11-2025, 12:12
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2