Sky Sport-ის ინფორმაციით, შეთანხმება მადრიდის რეალსა და დაიოტ უპამეკანოს შორის არ შემდგარა, შესაბამისად, ბაიერნი საქმეშია და მოლაპარაკებები გრძელდება.
ანალოგიური დაწერა Bild-მაც. ამდენად, ფრანგი მცველის მომავალი ჯერ კიდევ გერმანული გრანდის და მისი ხელმძღვანელების ხელშია.
ჟურნალისტი ფლორიან პლეტენბერგი წერს, რომ ბაიერნი ახალ კონტრაქტს 2031 წლამდე ამზადებს, ხელფასის სახით კი კლუბი 20 მილიონი ევროს გადახდას განიხილავს.
როგორც წერენ, უპამეკანო ბაიერნში ახლა 10 მილიონ ევროს შოულობს და თუ 20-მილიონიანი კონტრაქტი გაფორმდა, ფეხბურთელი იმაზე ორჯერ მეტს მიიღებს, ვიდრე რეალურად ითხოვდა.