მიუხედავად იმისა, რომ მანუელ ნოიერი ძალიან კარგად გამოიყურება, ლეგენდა მაინც ასაკშია და ლოგიკურია, რომ ბაიერნი მეკარის პოზიციის გაძლიერებაზე ფიქრობდეს.
თუმცა, კრისტოფერ ფროინდი სულ სხვა აზრზეა, რის შესახებაც ბაიერნის სპორტულმა დირექტორმა გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა:
"მეკარის პოზიციის მდგომარეობით ძალიან კმაყოფილები ვართ. მანუ განსაკუთრებული ენერგიით თამაშობს. ორივე მხარე ძალიან ბედნიერია, რომ ის ფორმაშია და ჯანმრთელია. ჩვენ დროის ზეწოლა არ გვაქვს და ამაზე ღიად ვსაუბრობთ, ასე საქმე ძალიან კარგად მუშაობს. როდესაც ურბიგი თამაშობს, ის ყოველთვის შესანიშნავ სამუშაოს ასრულებს. ის მანუსა და ულრაიხისგან დიდ გაკვეთილს იღებს. ასევე გვყავს ისეთი მეკარე, როგორიც დანიელ პერეცია. ჯერ წინ კიდევ ბევრი დროა", - ამბობს ფროინდი.
ახლანდელი მდგომარეობით, 39 წლის ნოიერი აშკარად პირველი არჩევანია, მის შემდეგ კი კლუბი, როგორც ჩანს, ახალი მეკარის დამატებით ამ ეტაპზე არ ინტერესდება და არსებული კადრების ეიმედება.