ვინის გუნდიდან მოშორება უნდათ - რეალმა სამიზნეთა სიაში მაიკლ ოლისე შეიყვანა

ვინის გუნდიდან მოშორება უნდათ - რეალმა სამიზნეთა სიაში მაიკლ ოლისე შეიყვანა

მადრიდის რეალი ბოლო დროს ნამდვილ დრამას განიცდის. ელ კლასიკოში ბარსელონასთან 2-1 გამარჯვებას და 11 ტურის შემდეგ ლა ლიგის ცხრილში ხუთქულიან ლიდერობას რომ თავი დავანებოთ - ესპანურ გიგანტს ყველაფერი რიგზე არ აქვს.

ყველაფერ ამის ცენტრშია ვინისიუს ჟუნიორის აშკარა უკმაყოფილება და მისი უთანხმოება მთავარ მწვრთნელ ჩაბი ალონსოსთან, რის შესახებაც TZ-მ დაწერა:

"ბოლო კლასიკო რეალ მადრიდისთვის სრული ტრიუმფი იყო. თუმცა, 2-1 გამარჯვების მიუხედავად, ვინისიუს ჟუნიორის გარშემო განვითარებულმა მოვლენებმა თამაში დაჩრდილა. როდესაც ის შეცვალეს, ბრაზილიელი ისე არ მოიქცა, როგორც პროფესიონალს შეშვენის: მან უარი თქვა ჩაბი ალონსოსთვის ხელის ჩამორთმევაზე, შემდეგ კი გაბრაზებულმა ხისტი კომენტარებიც გააკეთა, "ყოველთვის მე! გუნდს ვტოვებ!", - გაბრაზებული ამბობდა ის."

"სწორედ ამის გამო, რეალის პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს ახლა მიზნად ის აქვს დასახული, რომ გუნდში კვლავ აღდგეს ერთსულოვნება და ალონსოსაც ხელი არ შეეშალოს, რაშიც ვინისიუსი მთავარ პრობლემად მოიაზრება, მისი შეცვლის ერთ-ერთი თვალსაჩინო კანდიდატი კი ბაიერნის მაიკლ ოლისეა", - წერს გამოცემა.


7-11-2025, 17:11
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2