ოქტომბრის სანაკრებო პაუზაზე გამოქვეყნებული განაცხადისგან განსხვავებით, ნოემბრის მატჩებისთვის ნაგელსმანმა ნაკრებში 4 კაცს აღარ დაუძახა.
ესენი არიან: რობინ კოხი, რობერტ ანდრიხი, ანჯელო შტილერი და მაქსიმილიან ბაიერი.
რაც შეეხება ახალ კადრებს, ისინი ნოა ატუბოლუ, რიდლე ბაკუ, მალიკ ჩაუ, საიდ ელ მალა, ლეროი სანე და კევინ შადე არიან.
შეგახსენებთ, რომ ნოემბრის 14-ში გერმანია ლუქსემბურგს ეწვევა, 17-ში კი სლოვაკეთს მიიღებს.