"ლაიფციგთან" შეხვედრის შემდეგ "ბაიერნის" კაპიტანმა, მანუელ ნოიერმა თავის მომავალზე განცხადება გააკეთა.
"მე საკმარისი დრო მაქვს ბოსებთან სასაუბროდ. ჯერ-ჯერობით არანაირი სიგნალი არ ყოფილა და არც რაიმე ისეთი, რისი გახმაურებაც საჭიროა."
"ამჟამად ყველანი ორიენტირებულები ვართ მიმდინარე სეზონზე და ტიტულების მოგებაზე. არ შეიძლება პერსონალური მოთხოვნების დაყენება ამაზე წინ." - აცხადებს მანუ.