როგორც იცით, ლა ლიგამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ რამდენიმე მატჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართოს, ეს იდეა კი ბუნდესლიგაშიც დაიბადა.
მიუხედავად ამისა, ამის წინააღმდეგია ბაიერნის პრეზიდენტი, ჰერბერტ ჰაინერი, რომელსაც მიაჩნია, რომ ბუნდესლიგის აშშ-ში, საუდიში ან სადმე სხვაგან გამართვის არანაირი აუცილებლობა არ დგას:
"ვფიქრობ, რომ ბუნდესლიგა გერმანიას ეკუთვნის. ქვეყანაში უამრავი ფანი გვყავს, რომლებსაც დიდი ენთუზიაზი და საფეხბურთო ინტელექტი აქვთ. ბუნებრივია, რომ მათ მხოლოდ გერმანიაში სურთ ბუნდესლიგის ნახვა, ასე რომ, ამ იდეის წინააღმდეგი ვარ", - თქვა ჰაინერმა.
აღნიშნული იდეა ძირითადად ორი მიზნით გამოიყენება. პირველი ჩემპიონატის პოპულარიზაციას ემსახურება, მეორე კი ფინანსების გაზრდილად მოხვეჭას.