სამწუხაროდ, მიუნხენის ბაიერნის 16-მატჩიანი მოგებათა სერია დღეს, ბუნდესლიგის მე-10 ტურში შეწყდა, სადაც გუნდმა უნიონ ბერლინის წინააღმდეგ ფრედ, 2:2 ითამაშა.
საერთოდაც, უნიონი თამაშს იგებდა კიდეც. მატჩის 83-ე წუთზე დოეხიმ დუბლი შეასრულა და თავისი გუნდი წინ გაიყვანა, თუმცა კეინმა გამათანაბრებელი გოლი 93-ზე გაიტანა და ბაიერნს ქულა მოუტანა.
ამდენად, ბაიერნის ეს საოცარი სვლა აქ, 16 მატჩზე შეწყდა, ისე კი უნდა ითქვას, რომ ამ სეზონში გუნდს ერთ-ერთი ყველაზე სუსტი თამაში ჰქონდა.
საბოლოო შეფასებები