მიუნხენის "ბაიერნის" რადარზე მერსისაიდული "ლივერპულის" ვარსკვლავი, რობერტო ფირმინიო გამოჩნდა.
ბრიტანული გამოცემა The SUN-ის ინფორმაციით, "რეკორდმაისტერი" რობერტ ლევანდოვსკის შემცვლელს ეძებს და პირველი სამიზნე სწორედ 28 წლის ფორვარდია.
წყაროს ცნობით, მიუნხენელები მზად არიან ფირმინიოს სანაცვლოდ 90 მილიონი ევრო გადაიხადონ.
შეგახსენებთ, რომ თავის მხრივ "ლივერპული" ტიმო ვერნერის ტრანსფერზე მუშაობს, რაც ბრაზილიელი ფეხბურთელის გაშვების ალბათობას ძალიან ზრდის.